02 აგვისტო 2026,   08:35
ვრცლად
აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებების ერთობლივი წარმოება სერიალების ფორმით - საქართველო ევროპის საბჭოს ამ კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა

საფრანგეთი, ქალაქი ლილი - აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებების ერთობლივი წარმოება სერიალების ფორმით - საქართველო ევროპის საბჭოს ამ კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა. კულტურის მინისტრი ამბობს, რომ კონვენციასთან მიერთება კულტურის სფეროში თანამშრომლობასა და აუდიოვიზუალური პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე აღებული ვალდებულების შესრულების მიმართულებით, წინგადადგმული ნაბიჯია.

ხელმოწერის ცერემონია სერიალების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქალაქ ლილში, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა გახსნა. ალენ ბერსეს შეფასებით, კონვენციასთან მიერთება ხელს შეუწყობს პროდიუსერების მუშაობას და კარგი საფუძველი კინოპროდუქციის შესაქმნელად. გაძლიერდება საქართველოს ინტეგრაცია ევროპის შემოქმედებით ინდუსტრიასთან, გამარტივდება ევროპულ პლატფორმებთან, საპროდიუსერო კომპანიებსა და ტელეარხებთან პარტნიორობა.

კონვენციაზე ხელმოწერით, ქართული საპროდიუსერო კომპანიების შესაძლებლობები იზრდება. უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, შესაძლებელი გახდება მაღალბიუჯეტიან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და ქართული კულტურული პროდუქტის პოპულარიზაცია. საქართველოსთან ერთად, ევროპის საბჭოს აუდიოვიზუალური ნამუშევრების დაცვის კონვენციას, 8 ქვეყანამ მოაწერა ხელი.

კონვენცია, რომლის მიზანიც კულტურული მრავალფეროვნების დაცვა, დამოუკიდებელი საპროდიუსერო სექტორის გაძლიერება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2025 წლის ნოემბერში მიიღო.

დღის ამბები