01 აგვისტო 2026,   06:03
ვრცლად
ქართული ფიგურული ციგურაობის აღმავლობა გრძელდება - მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ჩეხეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართული ფიგურული ციგურაობის აღმავლობა გრძელდება. ისტორიაში პირველად - მეტელკინა - ბერულავას წყვილის ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე.

ამჯერად, წარმატება პლანეტის უძლიერესთა შორის არის მიღწეული. ჩეხეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა-ბერულავამ მეორე ადგილი დაიკავა. ქართულმა წყვილმა, თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა, მსაჯებისგან 138 ქულა დაიმსახურა და ორი პროგრამის ჯამში, 218 ქულით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ერთი თვის წინ, ქართველმა მოციგურავეებმა მილანსა და კორტინაში ჩატარებულ ზამთრის ოლიმპიადაზე, პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის სპორტის სახეობებში, ქვეყანას ოლიმპიური მედალი მოუპოვეს. მეტელკინა-ბერულავას წყვილს, ემოციურად და ფიზიკურად დატვირთული სეზონის ტრიუმფით დასრულებამდე, სულ ცოტა დააკლდა.

ისტორია დაიწერა - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო არენაზე საქართველო კიდევ ერთხელ, ღირსეულად ასახელეს.

 

ავტორი: თიკო ლობჯანიძე

დღის ამბები