04 აგვისტო 2026,   15:33
ვრცლად
დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბაჩო ახალაიას ადვოკატი იმყოფებოდა

დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბაჩო ახალაიას ადვოკატი იმყოფებოდა. რომეო საჯაიამ უწყება კომენტარის გარეშე დატოვა.

ახალაიას პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბრალდება გუშინ წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 16 თებერვალს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საკითხი უკვე შეფასდა საპარლამენტო უმრავლესობაში.

დღის ამბები