ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართული კონცერტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვახტანგ კახიძის ნაწარმოების - "Pie Jesu Domine" ("მოწყალეო უფალო იესო") - პრემიერით გაიხსნა.
პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ვახტანგ კახიძის "რეკვიემი" შესრულდა. კონცერტს თავად ავტორი დირიჟორობდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტი დაჩი ღლონტი, ქალთა ვოკალური კვარტეტი და მამაკაცთა ვოკალური სექსტეტი.