ახალი თაობის როლი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ გადადის გამოცდილება ერთი თაობიდან მეორეზე. ეს კარგად ჩანს სამტრედიის იპოდრომზე, რომელსაც ნახევარ საუკუნოვანი ისტორია აქვს.
"კურიერი P.S.-ის" რეპორტაჟი იმ ადამიანზეა, რომლისთვისაც ცხენოსნობა უბრალოდ სპორტი არასდროს ყოფილა. პავლე კაპანაძე წლებია სამტრედიის იპოდრომზე ერთ საქმეს ემსახურება. მისთვის ცხენოსნობა ოჯახური ტრადიციაა, კლუბი 1967 მამამ დააარსა. დღეს კი მას თავად ხელმძღვანელობს.
იპოდრომზე ვარჯიშიც და შეჯიბრებებიც სისტემატურად ტარდება, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რაც საცხენოსნო სპორტის სახეობებს განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
ავტორი: გიორგი ქორქია