26 ოქტომბერი 2026,   15:06
ვრცლად
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, მეორე მოსმენით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონში ცვლილების განხილვა დღეს გაიმართება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, მეორე მოსმენით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონში ცვლილების განხილვა დღეს გაიმართება. სიახლის მიხედვით, შესაბამისი კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. ცვლილება ასევე, სურვილის შემთხვევაში, ითვალისწინებს იმ პირის მაგისტრატი მოსამართლის მიერ გამოკითხვასაც, რომელსაც კონკრეტული პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია გააჩნია.

"როგორც გრანტების კანონმდებლობის, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მონიტორინგი სწორედ აუდიტის სამსახურის მიერ ხორციელდება. აქედან გამომდინარე, შედის ცვლილება "გამჭვირვალობის შესახებ" კანონშიც, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სწორედ აუდიტის სამსახური გახდეს ამ კანონის განმხორციელებელიც.

ეს კანონი ემსახურება იმას, რომ საერთაშორისო ფინანსები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ზუსტად იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა, თუ რას ხმარდება უცხოური ფული და რისთვის არის თითოეული ეს დაფინანსება და გრანტი," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.

დღის ამბები