26 ოქტომბერი 2026,   18:33
ვრცლად
ევროპარლამენტარების დიდი ნაწილის გამოსვლა ფასიანი გამოსვლაა, განცხადების უკან ან გავლენა ან ფული დგას - გურამ მაჭარაშვილი

ევროპარლამენტარების ინტერვიუებს თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების დიდი ნაწილის გამოსვლა ფასიანია და ისინი თავიანთ "განცხადებებს შინაარს არ ატანენ".

მაჭარაშვილის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის და კანდიდატის სტატუსის გაუქმების მუქარა ქართულ საზოგადოებაზე არ ჭრის.

"ის, რომ ევროპარლამენტარების დიდი ნაწილის გამოსვლა ფასიანი გამოსვლაა, ვგულისხმობ, რომ ისინი აზრს და შინაარს არ ატანენ ამ განცხადებას, არამედ ამ განცხადების უკან ან გავლენა ან ფულია, დაადასტურა ქართველი ხალხის 17-21 მარტის გამოსვლებმა პატრიარქის სულის პატივსაცემად. როდესაც ამ ხნის განმავლობაში ევროპარლამენტარები თავს ესხმოდნენ ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას, ითხოვდნენ ჩვენგან კაცების ქორწინების დაკანონებას, გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას და ა.შ. ასევე, იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველოს გაუქმებოდა კანდიდატის სტატუსი, იბრძოდნენ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ რა მივიღეთ? პასუხის გასცა ქართულმა საზოგადოებამ სწორედ ამ დღეებში, რომ მათი ინტერესის სფეროს ნომერ პირველი არის - რწმენა, პოზიცია და ქართული ღირებულებები. ამის მერე, ვინც თავის ორგანიზაციაში მიგვიღებს, ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე თანახმა ვარ, მაგრამ მუქარით, რომ გაგიუქმებთ ვიზალიბერალიზაციას და გაგიუქმებთ კანდიდატის სტატუსს, საქართველოზე და ქართულ საზოგადოებაზე არ გაჭრის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტსა და უსამართლო დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მათი თქმით, ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც რეალობას აღიქვამენ და კოლეგებს საქართველოს მიმართ მიკერძოებულ ინტერესებში ამხელენ.

დღის ამბები