27 ოქტომბერი 2026,   05:01
ვრცლად
ქართველი ხალხის მთავარი პრობლემა უსამართლობაა, სამართლიანობის პრინციპი და სოციალური მდგრადობა კი ევროპის კავშირშია - ლაშა ფარულავა

ევროპარლამენტარების ინტერვიუებს თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ქართველი ხალხის მთავარი პრობლემა უსამართლობაა, სამართლიანობის პრინციპი და სოციალური მდგრადობა კი ევროპის კავშირშია.

"ქართველი ხალხის მთავარი პრობლემა არის უსამართლობა, მათ შორის, სოციალური საკითხები და გაძვირებული ცხოვრება. თუ სადმე არის სამართლიანობის პრინციპი და სოციალური მდგრადობა, ეს არის ევროპა, ევროპის კავშირი და ის ქვეყნები, რომლებიც ქართველ ხალხს მხარს უჭერენ. მათ შორის, მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ბრძოლას", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტსა და უსამართლო დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მათი თქმით, ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც რეალობას აღიქვამენ და კოლეგებს საქართველოს მიმართ მიკერძოებულ ინტერესებში ამხელენ.

დღის ამბები