15 ოქტომბერი 2026,   15:13
ვრცლად
ვისურვებდით მკაფიო განმარტებებს: ან უგულებელყოფას, ან ახსნას - რასთან გვაქვს საქმე - ლევან მახაშვილი მარტა კოსზე

ექსკლუზიური ინტერვიუ პირთან, რომელმაც მარტა კოსის საიდუმლო წარსული გაასაჯაროვა - იგორ ომერზას მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ევროკომისარი კოსი იუგოსლავიის იმ საიდუმლო პოლიციის ჯაშუში იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირთან აქტიური კავშირი ჰქონდა. სკანდალურ მასალებზე ომერზამ წიგნი დაწერა, რის შემდეგაც ევროპარლამენტში კოსის გამოკითხვის მოთხოვნა გაჩნდა.

საკითხს გამოეხმაურა ლევან მახაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

"როდესაც ვიგებთ, რომ ასეთი წარსულის ადამიანი არის პასუხისმგებელი, მათ შორის, საქართველოზე, ის შეფასებები, რაც მოსმენილი გვაქვს ამ ადამიანისგან, ღიმილისმომგვრელია. ამასთან, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმ ნდობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გვქონდეს ამ ადამიანის თუ ევროკომისიის მიმართ. ჩვენ მისგან ვისურვებდით მკაფიო განმარტებებს, - ან უგულებელყოფას ან ახსნას - რასთან გვაქვს საქმე, რატომ თანამშრომლობდა, რა მიზნით, თუ იყო ასეთი, - ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. საზოგადოება ხედავს უკვე მერამდენედ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მორალური პიედესტალიდან ცდილობენ ჭკუა ასწავლონ თუ გაკვეთილები წაუკითხონ საქართველოს, აღმოჩნდებიან ისეთი წარსულისა და რეპუტაციის მქონე, ღიმილისმომგვრელია მათი მოსმენა," - აცხადებს მახაშვილი.

დღის ამბები