ექსკლუზიური ინტერვიუ პირთან, რომელმაც მარტა კოსის საიდუმლო წარსული გაასაჯაროვა - იგორ ომერზას მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ევროკომისარი კოსი იუგოსლავიის იმ საიდუმლო პოლიციის ჯაშუში იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირთან აქტიური კავშირი ჰქონდა. სკანდალურ მასალებზე ომერზამ წიგნი დაწერა, რის შემდეგაც ევროპარლამენტში კოსის გამოკითხვის მოთხოვნა გაჩნდა.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.
"ძალიან ბევრი უკმაყოფილებაა თვითონ ევროკავშირის შიგნით მმართველი კლასის მიმართ - მაგალითად, ქალბატონი კალასის მიმართ უკვე ძალიან ხმამაღლა საუბრობენ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები, რომ ის უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს. ასევე, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიაენთან დღემდე არსებობს კითხვის ნიშნები "ფაიზერის" სკანდალთან დაკავშირებით - რამდენიმე მილიარდზეა საუბარი.
ამასთან, უკვე ძალიან ბევრი საუბრობს ქალბატონ მარტა კოსზე, რომლის მიმართაც სერიოზული ბრალდებებია იმასთან დაკავშირებით, რომ იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. ასეთ დღეშია დღეს ევროკავშირის მმართველი კლასი, როგორი გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.