26 ოქტომბერი 2026,   19:38
ვრცლად
ჩვენი გუნდის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ადამიანი, ოჯახი. გადავხედოთ საიდან მოდის ეს ქვეყანა, რა წერტილიდან დავიწყეთ და რა წერტილზე ვართ - ლევან მახაშვილი

"ჩვენი გუნდის მთავარი ამოსავალი წერტილი, ეს არის ადამიანი, ოჯახი და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უთანასწორობა მაქსიმალურად იყოს აღმოფხვრილი," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი იყოს ყურადღების ცენტრში და მას ყველა საჭიროება ჰქონდეს.

"ზოგადად, "ქართული ოცნების" ამოსავალი წერტილი და მთავარი ყურადღების საგანი, ეს იყო ადამიანი. ეს იყო მთავარი საარჩევნო დაპირებაც, სტრატეგიაც და ხედვაც, რის ფონზეც თავის დროზე მოვიდა "ქართული ოცნება." სოციალური პოლიტიკა, დაწყებული ჯანდაცვის სისტემიდან, სწორედ ამაზეა ორიენტირებული, რამდენადაც ეკონომიკა ამის შესაძლებლობას იძლევა, ადამიანი იყოს ყურადღების ცენტრში. რა თქმა უნდა, ბევრად მეტი გვინდა, ვიდრე დღეს ამის შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ გადავხედოთ საიდან მოდის ეს ქვეყანა, რა წერტილიდან დავიწყეთ და დღეს, რა წერტილზე ვართ. საერთოდ არ იყო ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, მიგდებული იყო ადამიანი ბედის ანაბარა, ან მოკვდებოდა ან უნდა გაეყიდა ყველაფერი. ამიტომ, საიდან მოვდივართ, ეს ხომ მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდის მთავარი ამოსავალი წერტილი, ეს არის ადამიანი, ოჯახი და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უთანასწორობა მაქსიმალურად იყოს აღმოფხვრილი და ადამიანმა სადღაც სხვაგან კი არ ეძებოს საკუთარი თავი, რომელიმე სახელმწიფოში, მათ შორის ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოში, არამედ აქ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები