03 აგვისტო 2026,   17:05
ვრცლად
კახეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოვლინდა

კახეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში, პირს რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული წიფლის მასალა აღმოაჩნდა.

მეორე შემთხვევა კი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, სადაც სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ვერხვის ხეების უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა. შემთხვევები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის უწყებას.

დღის ამბები