15 ოქტომბერი 2026,   04:48
ვრცლად
1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას - მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენ უნდა დავიცვათ ის უდიდესი მონაპოვარი, რომლისთვისაც წინაპრები თაობების განმავლობაში იბრძოდნენ, - ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის 35 წლისთავს.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შედეგები სუვერენული საქართველოს ურყევ სამართლებრივ საძირკვლად იქცა.

"1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ჩვენს ისტორიას იშვიათად თუ ახსოვს ერის ასეთი ერთიანობა და საერთო ღირებულებების ირგვლივ ერთსულოვნად შეკრული საზოგადოება.

დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შედეგები იქცა სუვერენული საქართველოს ურყევ სამართლებრივ საძირკვლად, რომელზეც უკვე 35 წელია ჩვენს სახელმწიფოებრიობას ვაშენებთ.

ჩვენ უნდა დავიცვათ ის უდიდესი მონაპოვარი, რომლისთვისაც წინაპრები თაობების განმავლობაში იბრძოდნენ. ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ იმ უძვირფასეს მემკვიდრეობას, რომელმაც ჩვენი დღევანდელობა განსაზღვრა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი და განვაგრძოთ სვლა კიდევ უფრო ძლიერი, ღირსეული და ერთიანი საქართველოს მშენებლობისკენ, სადაც საკუთარ ბედს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი განაგებს", - წერს მიხეილ ყაველაშვილი. 

დღის ამბები