26 ოქტომბერი 2026,   21:47
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი ალეკო ელისაშვილის შესახებ: მისი ქმედება, სამართლებრივ ენაზე, ნიშნავს ტერორისტულ და დივერსიულ აქტს, პოლიტიკურ ენაზე კი - სრულ სიშლეგეს

2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდებული ალეკო ელისაშვილი წინასასამართლო სხდომის მოლოდინშია. საგამოძიებო უწყება "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდს ედავება.

მმართველ გუნდში პოლიტიკოსის მხრიდან ჩადენილ სერიულ ტერორისტულ დანაშაულებზე საუბრობენ.

"მისი ქმედება სამართლებრივ ენაზე ნიშნავს ტერორისტულ და დივერსიულ აქტს. პოლიტიკურ ენაზე ეს ნიშნავს სრულ სიშლეგეს და ეს არის ერთგვარი გამოხატულება ჩვენი ე.წ. ოპოზიციის პოლიტიკური გემოვნებისა და შიგთავსისა. აქედან გამომდინარე, დანარჩენი დაველოდოთ სასამართლოს მიმდინარეობას," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

საუბარია 2025 წლის 4 მაისს ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, არქივის შენობაში შეღწევის მცდელობაზე, რა დროსაც პოლიტიკოსმა არქივის ოთახში ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება შეაგდო, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი.

ალეკო ელისაშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

დღის ამბები