26 ოქტომბერი 2026,   16:44
ვრცლად
"იციან, რომ 26 მაისი არის სახელმწიფო დღესასწაული, საზოგადოება ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს და უნდათ, დაძაბულობის ალტერნატივა შექმნან" - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

ოპოზიციის გეგმა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აქციის დაანონსება, "ქართული ოცნების" შეფასებით, რადიკალური ქმედებების გაგრძელებაა. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის პოლიტიკა არ არის პოზიტივზე აგებული საქართველოსთან მიმართებაში, მათი პოლიტიკა არის აგებული საქართველოს დაზიანებაზე აგებული. 

"ყოველ კვარტალურად ხდება ხოლმე გარკვეული ახალი პლატფორმის, სამოქმედო გეგმის, ერთობის, მოსახლეობაში გასვლის დაანონსება, მაგრამ როგორც ვუყურებთ, ეს ყველაფერი არის ფუჭი, რადგან ამ სიტყვების უკან არის სიცარიელე. მათი პოლიტიკა არ არის პოზიტივზე აგებული საქართველოსთან მიმართებაში, მათი პოლიტიკა არის აგებული საქართველოს დაზიანებაზე აგებული, მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო თუ არ დაზიანდა, ეს იქნება ეკონომიკა, ეს იქნება სანქციების მეშვეობით თუ ა.შ. მათ სხვანაირად თავიანთი ამ ავადმყოფური მიზნის მიღწევის საშუალება არ გააჩნიათ. იციან, რომ 26 მაისი არის სახელმწიფო დღესასწაული, საზოგადოება ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს და უნდათ, რომ შექმნან დაძაბულობის ალტერნატივა. როცა ასეთი მიზნები გაქვს, რა თქმა უნდა, პარტიული აქტივის იქით ვერ გადიხარ და მოსახლეობისგან არ გაქვს მხარდაჭერა", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

დღის ამბები