02 აგვისტო 2026,   08:35
ვრცლად
პირველი სპექტაკლი ქართული თეატრის ისტორიაში, რომლის დამდგმელი რეჟისორი ხელოვნური ინტელექტია - მიხეილ თუმანიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

მემკვიდრეობით მიღებული ტკივილი და თაობებს შორის გადაცემული გამოცდილება - თუმანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე თანამედროვე დრამა ცოცხლდება.

"შავიშვილები" იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც საკუთარი წარსულის, ოჯახური კავშირებისა და პირადი ტრავმების ტყვეობაში ცხოვრობენ.

სცენა, სადაც ხელოვნება ყველაზე ნამდვილია, სადაც სევდა, ტკივილი და სიხარული ერთ სივრცეში იბადება. ამჯერად, პროცესს მართავს ის, ვისაც ემოცია არასდროს განუცდია. სპექტაკლის რეჟისორი ხელოვნური ინტელექტია.

თუმანიშვილის თეატრი პირველია, ვინც ამ თამამ ნაბიჯს დგამს და ფაქტობრივად, თანამედროვე თეატრის ახალ ეპოქას იწყებს.

ხელოვნურ ინტელექტსა და მსახიობებს შორის მედიატორი ამავდროულად, პიესის ავტორია. ის მსახიობებსა და ტექნოლოგიას შორის ინფორმაციას ცვლის, აანალიზებს და ფილტრაციას უკეთებს ტექსტს. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტი არ არის, ის გადამწყვეტ როლს თამაშობს დრამატული სტრუქტურისა და ვიზუალური კონცეფციის ჩამოყალიბებაში.

ინოვაციური სპექტაკლის პრემიერა თუმანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 3 აპრილს გაიმართება.

დღის ამბები