17 ოქტომბერი 2026,   23:21
ვრცლად
"ტყუილია, ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარ დასაქმებული..." - ლაშა ჯოხაძე მისი მისამართით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ლაშა ჯოხაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს, ტყუილს უწოდებს. ამის შესახებ ჯოხაძემ "პრაიმტაიმთან" ისაუბრა.

"ტყუილია, მე ვარ დასაქმებული ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას?! ვის დასჭირდა?! სისულელეა რა, აბსურდი. ვიღაცამ ხომ დადო ეს სისულელე, ალბათ გავარკვევთ ხომ ამას", - ამბობს ლაშა ჯოხაძე.

დღის ამბები