განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის ახალი, 2026 წლის სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გაფორმდა, რომელიც საქართველოს მთავრობისა და UNICEF-ის 2026-2030 წლების თანამშრომლობის პროგრამას ეფუძნება.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა და UNICEF-ის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ.
2026 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა: ადრეული ასაკის ბავშვთა განათლება, ინკლუზიური განათლება, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება და ახალგაზრდების უნარების, მათ შორის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, ციფრული და მედიაწიგნიერების უნარების განვითარება.