04 აგვისტო 2026,   04:05
ვრცლად
გლდანისხევის გაწმენდის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა

"თბილსერვის ჯგუფმა" გლდანისხევის კალაპოტის გაწმენდის მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.

შედეგად, კალაპოტი სრულად გაიწმინდა დაგროვილი ნატანი ქვა-ღორღისა და ხე-მცენარეებისგან, რამაც წყლის თავისუფალი დინება უზრუნველყო.

პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამუშაოებში ჩართული იყო 14 ერთეული სპეცტექნიკა.

მდინარის კალაპოტიდან მოპოვებული ინერტული მასალა სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე განთავსდა.

 

დღის ამბები