04 აგვისტო 2026,   05:05
ვრცლად
"ჩვენი მთავარი მიზანი და მოტივაცია სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან. ვფიქრობ, ეს ყველაფერი შედგა" - ვარლამ ლიპარტელიანი

"ჩვენი მთავარი მიზანი და მოტივაცია სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან. ვფიქრობ, ეს ყველაფერი შედგა დღევანდელ შეხვედრაზე, წინა შეხვედრებზეც და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ახალგაზრდებმა დასვეს საკითხები დასაქმებასთან, ემიგრაციასთან და ახალგაზრდულ სივრცეებთან დაკავშირებით.

"ღია საუბარი გვქონდა ახალგაზრდებთან და მათი მხრიდან იყო დასმული საკითხები დასაქმებასთან, ემიგრაციასთან, ახალგაზრდულ სივრცეებთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი მიზანი და მოტივაცია სწორედ ის არის, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან. ვფიქრობ, ეს ყველაფერი შედგა დღევანდელ შეხვედრაზე, წინა შეხვედრებზეც და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციას დღეს საგურამომ უმასპინძლა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ყველა აქტუალური საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მოხდა.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია, საერთო ჯამში, 10 რეგიონში გამართავს სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრას. მცხეთა-მთიანეთი მეხუთე რეგიონია, სადაც კონფერენცია დღეს გაიმართა. შემაჯამებელ შეხვედრას დედაქალაქი უმასპინძლებს.

დღის ამბები