ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ "კურიერის" ინფორმაციას, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, გიორგი უძილაურია.
უძილაური ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო. საჯარო მოხელე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ის ინფორმაციით,
ის ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს საქართველოს შესახებ ინფორმაციას თანხის სანაცვლოდ აწვდიდა. "კურიერმა" შეძლო იმის გარკვევაც, რომ უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს ჰქონდა კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით. გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან და სხვა თემებთან. გამოძიება 314-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.