04 აგვისტო 2026,   04:00
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცავებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედ უფროსსა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო. ორივე ბრალდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

დღის ამბები