04 აგვისტო 2026,   02:08
ვრცლად
სოფელ ღვანკითში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. საგანმანათლებლო დაწესებულება 360 მოსწავლეზეა გათვლილი.

პროექტის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულება სრულად აღიჭურვა თანამედროვე საკლასო სივრცეებით, შიდა და გარე სპორტული მოედნებით. შენობა უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით.
სკოლების პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ.

დღის ამბები