04 აგვისტო 2026,   02:08
ვრცლად
ზუგდიდში, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად, მსვლელობა გაიმართება

ზუგდიდში, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად, მსვლელობა გაიმართება. საკვირაო წირვის შემდეგ, სასულიერო პირები, მრევლთან ერთად, ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში შეიკრიბებიან, საიდანაც გალობითა და მსვლელობით ქალაქის ცენტრალურ ქუჩას მოივლიან და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდიან.  

"ჩვენს ყველა ტაძარში წირვის შემდეგ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან სამღვდელო ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი იწყებს მსვლელობას მშენებარე ივერის ღვთისმშობლის ტაძრისკენ და იქ გაიმართება სამადლობელო პარაკლისი. ეს არის ჩვენი გამაერთიანებელი, როგორც კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პიროვნება, ასევე ყველა საეკლესიო საიდუმლოება აერთიანებს ერს. ღმერთმა ქნას, გააძლიეროს, დალოცოს, აკურთხოს ჩვენი ხალხი, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი," - აღნიშნა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა მალხაზ ჭანტურიამ.

 

დღის ამბები