ინტენსიურად მიმდინარეობს რუსთავში, ქალაქის ისტორიული ქუჩების რესტავრაცია. რუსთაველის ქუჩაზე, სრული აღდგენა-გამაგრება, ამ ეტაპზე 9 საცხოვრებელ კორპუსს უტარდება.
სამუშოები დასკვნით ეტაპზე გადავიდა. კეთდება სახურავი და ფასადი, დეკორატიული აივნები, გარე განათება, ახალი კარ-ფანჯრები - ეს ყველაფერი ისტორიული ქუჩის ავთენტურობის სრული შენარჩუნებით ხდება.