25 ივნისი 2026,   07:48
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის მიმართ ადევნების ფაქტზე 56 წლის მამაკაცი მეორედ დააკავეს

 

56 წლის დავით ერაძე სამართალდამცველებმა ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის მიმართ ადევნების ფაქტზე დააკავეს. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" ანა ჯაბაურმა დაუდასტურა. ერაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. დანაშაულის რეციდივის გამო, მას ამჯერად 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დავით ერაძე იმავე დანაშაულისთვის სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა. მან პენიტენციური დაწესებულება იანვარში დატოვა და კვლავ განაგრძო ანა ჯაბაურის შევიწროება.

ერაძე სხვადასხვა დანაშაულისთვის სულ 5-ჯერ არის ნასამართლევი. სოციალურ ქსელებში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტებით დგინდება, რომ ის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერია.

დღის ამბები