07 ივნისი 2026,   14:38
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთი "გემოფესტს" მასპინძლობს

სამცხე-ჯავახეთი "გემოფესტს" მასპინძლობს. ადგილზე მისულ სტუმრებს, მზარეულები უნიკალურ მესხურ კერძებს სთავაზობენ. ღონისძიების მიზანი რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია და სიახლეების აღმოჩენაა.

ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ ფესტივალზე, რომელიც რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, დილიდან ხალხმრავლობაა.

კვების ობიექტებთან ერთად, მიმდინარეობს მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა. საკუთარი პროდუქცია 13 ადგილობრივ მეწარმეს აქვს წარმოდგენილი. მოწყობილია აგრო ზონა და საბავშვო სივრცე.

დღის ამბები