ბოლნისში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა ქალაქ ბოლნისსა და სოფელ ხატისოფელში ხიდების რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპი დაათვალიერა.
პარალელურად, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ქვემო არქევანსა და დაბა თამარისში, სადაც ბეტონისა და ასფალტბეტონის საფარი ეწყობა.
პროექტების საერთო ღირებულება 1 472 000 ლარია. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.