14 ივნისი 2026,   22:07
ვრცლად
ილია თოფურია UFC-ის ისტორიული ბრძოლისთვის ემზადება

უდიდესი საფეხბურთო მოვლენის პარალელურად, ამერიკა კიდევ ერთი მიზეზით არის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ისტორიაში პირველად, თეთრი სახლი ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლას უმასპინძლებს. შტატები UFC Freedom 250-ისთვის მზადაა.
ორთაბრძოლის ორგანიზებაში პირადად არის ჩართული ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. რაც ყველაზე მთავარია, ამ მოვლენის ცენტრში ქართველი მებრძოლი - ილია თოფურიაა. სწორედ UFC-ის ქართველი ვარსკვლავი გამართავს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ მთავარ ბრძოლას.

თუ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაამარცხებს, ეს მის კარიერაში კიდევ ერთი ისტორიული მიღწევა იქნება. დაუმარცხებელი ქართველი ჩემპიონი პირველად დაიცავს მსუბუქი წონის ქამარს და კარიერაში 18 გამარჯვებით კიდევ უფრო მიუახლოვდება იმ სტატუსს, რომელსაც დღეს UFC-ის უდიდესი ლეგენდები ატარებენ. 

ისტორიულ ბრძოლამდე 6 საათი რჩება. შეხვედრა თბილისის დროით დილის 04:00 საათზე გაიმართება. ილია თოფურიასთან "კურიერი P.S."-ს ექსკლუზიური ინტერვიუ აქვს ჩაწერილი.

დღის ამბები