15 ივნისი 2026,   15:15
ვრცლად
"მოქალაქეებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდნენ, 25 700 ლარი ჩაარიცხინეს და სრულად მიისაკუთრეს" - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდნენ. ბრალდებულებმა დაზარალებულებთან ფიქტიური გარიგებები გააფორმეს და 25 700 ლარი ჩაარიცხინეს, რაც სრულად მიისაკუთრეს ისე, რომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები