ესპანეთისა და კაპო-ვერდეს შორის მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი გამოკვეთილი ფავორიტი იყო, მათ კაპო-ვერდეს კარებში გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმის გმირი, კაპო-ვერდეს 40 წლის მეკარე ვოზინიაა, რომელმაც საკუთარი ნაკრები არაერთხელ იხსნა.