21 ივნისი 2026,   23:12
ვრცლად
ესპანეთმა საუდის არაბეთი 4:0 დაამარცხა

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ერთმანეთს ესპანეთი და საუდის არაბეთი დაუპირისპირდა. მატჩი ესპანელების გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. 

"რუსთავი 2-ზე" ფეხბურთის დღეები გრძელდება. მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, დღეს "რუსთავი 2-ის" მაყურებელს კიდევ 3 შეხვედრა ელოდება. G ჯგუფის მეორე მატჩში, ბელგია ირანს დაუპირისპირდება, ჯგუფის ფავორიტ ბელგიას, პლეიოფის საგზურისთვის გამარჯვება სჭირდება, "რუსთავი 2-ის" მაყურებელს ამ თამაშის ნახვა 23:00 საათზე შეეძლება. ღამის 02:00 კი, საათზე დაიწყება H ჯგუფის მეორე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ურუგვაი და კაპო ვერდე შეხვდებიან.

დღევანდელი სათამაშო დღის ბოლო დაპირისპირება კი, ახალ ზელანდიასა და ეგვიპტის ნაკრებებს შორის გაიმართება, მატჩი დილის 05:00 საათზე დაიწყება.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სამი ქვეყანა: კანადა, შეერთებული შტატები და მექსიკა მასპინძლობს, ფინალური შეხვედრა კი 19 ივლისს გაიმართება. ყველა თამაშის ნახვა ჩვენს არხზე პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ.

დღის ამბები