სახელმწიფო ინტერესებს, სტაბილურობის უზრუნველყოფას, უსაფრთხოებას და ქვეყნის სიმტკიცის დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამ ათეულ წელზე მეტია ემსახურება. უწყების დაარსებიდან 32 წელი გავიდა. თარიღი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 32 თანამშრომლისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის ისინი სხვადასხვა ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს. პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა სამსახურის თანამშრომლების პროფესიონალიზმზე ისაუბრეს.
კომპეტენციაზე, ნდობასა და ერთგულებაზე გაამახვილა ყურადღება ვიცე-პრემიერმა . მამუკა მდინარაძის განცხადებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 2 მთავარ ღირებულებაზეა დაფუძნებული პროფესიონალიზმსა და საქმის მიმართ ერთგულებაზე.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 32 წლის იუბილე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, უწყება საქართველოს უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია და სამსახურის საქმიანობა კი შეუცვლელი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სამსახურის უფროსმა. სიტყვით გამოსვლის დროს ანზორ ჩუბინიძემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასთან ერთად სამსახური დინამიკურ განვითარებას განაგრძობს.
საზეიმო ღონისძიებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა კიდევე ერთხელ მოისმინეს, რომ სახელმწიფო უწყების გაძლიერებას უწყვეტ რეჟიმში დაუჭერს მხარს.