საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს. სამუშაო სესიაზე ექსპერტებმა ქვეყნის ფიტოსანიტარიული სისტემა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროგრესი შეაფასეს.
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს გამოცდილება უნიკალური და სამაგალითოა.