26 ივნისი 2026,   05:07
ვრცლად
ადმინისტრაციული საქმეები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილება მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლომ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარიანი ჯარიმა, დღეს მალხაზ ბერიძეს დააკისრა. მოსამართლემ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, საჯარო სივრცეში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო ცნო, რომლის ადრესატიც სალომე ზურაბიშვილი იყო.

დღესვე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ოსიყმაშვილის საქმე განიხილა. ბრალდებულს ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის 2 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ფოთის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა ელგუჯა ქვაცახიას. ბრალდებულმა საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა პრემიერ მინისტრს მიაყენა. დედაქალაქის მერის მისამართით დაწერილი სიძულვილის ენის შემცველი კომენტარისთვის 1500 ლარით დაჯარიმდა

გენადი მოსიაშვილი. 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს სერგო მერაბიშვილს. ბრალდებულის მიერ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის ადრესატი - ლალი მოროშკინა იყო.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ამ დროისთვის 150 ზე მეტი სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დეპარტამენტის მთავარი მიზანი შეურაცხმყოფელი კომენტარების პრევენციაა.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო უკვე 25 დღეა ფუნქციონირებს, ახლად შექმნილი დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ უკვე კანონდარღვევის არაერთ ფაქტზე იმსჯელა.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები