ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის შესახებ საკუთარ შეფასებებს და დასკვნებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ავრცელებს.
"ირანი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ ჩაერთოს აშშ-თან ფართომასშტაბიან კონფლიქტში, რათა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი შეინარჩუნოს. აშშ-ის ბოლო დარტყმების შემდეგ ირანის ქცევა აჩვენებს, რომ თეირანისთვის სრუტეზე კონტროლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-სთან ახალი ესკალაციის თავიდან აცილება.
აშშ-ის დარტყმების ამჟამინდელი ხასიათი, როგორც ჩანს, ვერ ცვლის ირანის გათვლებს ჰორმუზის სრუტის კონტროლთან დაკავშირებით. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 7 ივლისს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე ირანის განმეორებითი თავდასხმების საპასუხოდ, ირანში 80-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.
მას შემდეგ, რაც ამას დიპლომატიური გზით ამ კონტროლის აღიარებას ვერ მიაღწია. ირანი ცდილობს, ზეწოლით აიძულოს სპარსეთის ყურის ქვეყნები და სხვა აქტორები, შეეგუონ ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლს.
ირანი ცდილობს, ცალმხრივად დააწესოს სრუტის მართვის საკუთარი მოდელი, მაშინ, როცა ეს საკითხი სპარსეთის ყურის ქვეყნებთან დიალოგით უნდა წყდებოდეს და არა ზეწოლით. ყურის ქვეყნებზე ზეწოლით ირანი ცდილობს, გვერდი აუაროს სამშვიდობო მემორანდუმის მე-5 პუნქტის მიზანს, რომელიც, ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ყურის ქვეყნებს ირანის პოზიციების დაბალანსების შესაძლებლობას აძლევს.
ირანი ცეცხლის შეწყვეტას სამხედრო შესაძლებლობების აღსადგენად იყენებს, როგორც ამას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ადრეც აღნიშნავდა" - წერია ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშში.
ლუკა ჩლაიძე