14 ივლისი 2026,   22:46
ვრცლად
უნიკალური ადგილია, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც თბილისელს, ისე აქ ჩამოსულ ტურისტს, ჩაისუნთქოს სუფთა ჰაერი, ისეირნოს და დატკბეს ამ სილამაზით - ნიკოლოზ ჩხეტიანი

თბილისის ურბანული ტყის პროექტი დასრულების ეტაპზეა.

სამუშაოები დავით სონღულაშვილმა დაათვალიერა.

ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით, დედაქალაქში უკვე რეაბილიტირებულია შვიდას ჰექტრამდე ტერიტორია, სადაც შვიდასი ათასამდე ნერგი დაირგო და ორმოცდახუთ კილომეტრამდე საფეხმავლო და ველობილიკი მოეწყო.

საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გეგმური რგვები 2021 წლიდან მიმდინარეობს.

"ამ პროექტის ფარგლებში შეირჩა შესაბამისი ჯიშები, სხვადასხვა ხის 42 ნაირსახეობა. მათი გეგმური რგვები მიმდინარეობს 2021 წლიდან. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც თბილისელს, ისე აქ ჩამოსულ ტურისტს, ჩაისუნთქოს სუფთა ჰაერი, ისეირნოს და დატკბეს ამ სილამაზით", - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

დღის ამბები