საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადება ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად, უმოკლეს ვადაში სრულად აღდგება:
"დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად, უმოკლეს ვადაში სრულად აღდგება.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობროვ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს.
ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას,"- აღნიშნულია განცხადებაში.