31 ივლისი 2026,   15:22
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე: წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები მედიკამენტ "ჯივინოსტატის" შეძენის შესახებ, რომელიც განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ "ჯივინოსტატის" შეძენის შესახებ.

მინისტრის განცხადებით, ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე.

"წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ "ჯივინოსტატის" შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს.

მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს, რომლებიც სახელმწიფოს დაეხმარნენ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება სამინისტროსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვის პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, პირადად მისი გადაწყვეტილებისთვის და პირადი ჩართულობისთვის, რამაც გახადა შესაძლებელი პროცესის წარმატებით წარმართვა და მისი ბოლომდე მიყვანა.

ასევე, მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც ჩართული იყო მოლაპარაკების პროცესში.

რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომლის თაობაზეც იყო საუბარი ადრე, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას, ცხადია, გავიზიარებთ ინფორმაციას. უახლოესი დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პროგრამის შემდგომი გაფართოების შესახებ," - განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.

დღის ამბები