18 აგვისტო 2026,   04:06
ვრცლად
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

გამოცხადებული ტენდერების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 130 მილიონი ლარია.

პროექტების ფარგლებში განხორციელდება არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და მათი თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა.

დღის ამბები