რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით კონსტრუქციული სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შანსი არსებობს.
"არის თუ არა შანსი? ჩემი აზრით, დიახ, არის", - აღნიშნა პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის (EEF) პლენარულ სხდომაზე, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, არსებობს თუ არა უკრაინასთან დაკავშირებით მშვიდობიანი და კონსტრუქციული მოლაპარაკებების თუნდაც მინიმალური პერსპექტივა.
მან ხაზი გაუსვა, რომ "შეთანხმებას, პირველ რიგში, რუსეთმა და უკრაინა უნდა მიაღწიონ". რუსეთის ფედერაცია მადლიერია ყველასი, ვინც ცდილობს, წვლილი შეიტანოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში - დასძინა სახელმწიფოს პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმითვე, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ და ჩინეთი, მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას ამ საკითხზე "და ყველაფერს აკეთებენ პრობლემის მოსაგვარებლად, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი გზით".
"პრეზიდენტი სი ძინპინიც მუდმივად აყენებს ამ საკითხს ჩვენი შეხვედრებისას, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს საკითხი უპირველესად კონფლიქტში ჩართულმა ქვეყნებმა - რუსეთმა და უკრაინამ უნდა გადაჭრან. ეს სწორი მიდგომაა. მიუხედავად ამისა, მადლიერი ვართ ყველასი, ვინც ცდილობს, წვლილი შეიტანოს დარეგულირების პროცესში", - აცხადებს პუტინი.