09 სექტემბერი 2026,   21:09
ვრცლად
ევროკავშირში გასაწევრიანებლად, კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირი უნდა გაწყვიტონ - მარტა კოსი

ევროკავშირში გასაწევრიანებლად, კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირი უნდა გაწყვიტონ, - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის გაფართოების კომისარმა მარტა კოსმა გააკეთა.

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენს მომავალ წევრებს სხვებზე ისეთი დამოკიდებულება შეექმნათ, რაც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება", - განაცხადა მარტა კოსმა.

კოსის თქმით, ისტორიაში პირველად, გაფართოების პროცესის მოწინააღმდეგეები გამოჩნდნენ. კითხვაზე, თუ ვინ არიან ევროკავშირის მოწინააღმდეგეები, მარტა კოსმა უპასუხა: "რუსეთი ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია“.

"მაგრამ, ევროკავშირი ასევე გრძნობს ზეწოლას დასავლეთიდან, MAGA-ს იდეოლოგებისგან, რომლებიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი ევროპული ცივილიზაცია და ჩვენი ეკონომიკა დაღმასვლის პროცესშია და, რომ ჩვენ არ გვაქვს სათანადო დემოკრატია", — განაცხადა მან.

ამასთან, მარტა კოსმა ჩინეთი "განსხვავებულ შემთხვევად" აღწერა და განაცხადა, რომ პეკინს არ განუხორციელებია ისეთი დეზინფორმაციული კამპანიები, როგორიც მოსკოვმა მონტენეგროსა და დასავლეთ ბალკანეთის სხვა კანდიდატ ქვეყნებში განახორციელა.

მისი განმარტებით, ჩინეთი ცდილობს კანდიდატ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას იმ მიზნით, რომ ევროკავშირში მათი გაწევრიანების შემდეგ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.

 

დღის ამბები