უმაღლეს სასწავლებლებში დღეიდან ე.წ. მეორადი ჩარიცხვა იწყება - პროცესი, დღეს, დილის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ამ პერიოდის განმავლობაში აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.
მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა. ასევე, მათ, ვინც ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.