ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს აკეთებთ, იმიტომ რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს, - ამის შესახებ "ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ის არაერთხელ ჩამოვა საქართველოსი და უშუალოდ იქნება ჩართული
Trump Tower Tbilisi-ის პროექტის განხორციელებაში.
"ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს აკეთებთ, იმიტომ რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. საქართველოში ჩამოვალ ძალიან მალე, როდესაც საძირკველს ჩავყრით და შემდეგ კიდევ არაერთხელ ჩამოვალ. ჩვენ როდესაც ახალ პროექტს ვაკეთებთ, ახალ შენობას ვიწყებთ, ყველა შენობის პროექტს ვიცნობ დასაწყისიდანვე და ვზრუნავ თვითონ პროექტზე, ყველა დეტალზე და ვზრუნავ იმ საკითხების მოგვარებაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. აქტიურად ვიქნები ჩართული ამ საქმიანობაში," - განაცხადა ერიკ ტრამპმა.