15 ოქტომბერი 2026,   01:28
ვრცლად
რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში ხატმწერი ქალების და ბავშვების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ხატმწერი ქალების და ბავშვების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში. გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

ღონისძიების მიზანი საეკლესიო ხელოვნების წარმოჩენა, ეროვნული და სულიერი ღირებულებების პოპულარიზაცია და იმ ადამიანების შემოქმედების დაფასებაა, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში.

დღის ამბები