შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმების სერია გრძელდება. ბოლო დღეებში რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან დრონების სამიზნე რამდენიმე გემი გახდა. თავდასხმებს ორი ადამიანის ემსხვერპლა, მეზღვაურების ნაწილი დაკარგულად ითვლება. ვარნასთან სამაშველო ოპერაცია ღამით ჩატარდა. გემს სამი დრონი მოხვდა, შედეგად ეკიპაჟის ხუთი წევრი დაშავდა.
ამ ფონზე, ოფიციალურმა სოფიამ ნატოსა და ევროკავშირს დახმარებისთვის მიმართა. თუმცა "ევრონიუსის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ევროკავშირს რეგიონის საზღვაო სივრცის დასაცავად საკმარისი სამხედრო და ტექნიკური რესურსი არ გააჩნია. სოფია მომხდარ ინციდენტებს მოსკოვს უკავშირებს.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩიც დაიბარეს, დიპლომატი ბრალდებებს უარყოფს და სავაჭრო გემებზე თავდასხმებს „მესამე მხარის პროვოკაციას“ უწოდებს.