22 ოქტომბერი 2026,   06:35
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა

ხატია დეკანოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, დეკანოიძე პროცესებს ვეღარ დაესწრება.

დეკანოიძემ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და მოსამართლეებს მიმართა, რომ მათ ქვეყნის ბედი არ აინტერესებთ.

ამ განცხადებების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მანდატურებს მოუწოდა, დეკანოიძე დარბაზიდან გაეყვანათ.

უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს მოუწოდებდა, რომ სასამართლო სხდომა არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი განცხადებებისთვის გამოეყენებინა.

დღის ამბები