საქართველოს პრეზიდენტი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. ანტალიაში მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრებს.
გაეროს კონფერენცია თურქეთში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს, გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს ეხება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, კლიმატის კრიზისი იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე მსოფლიო მასთან გამკლავებას ახერხებს.
"ჩვენი პირველი ვალდებულებაა სიმართლის თქმა. მწარე სიმართლე კი ის არის, რომ კლიმატის კრიზისი იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ მასთან გამკლავებას ვახერხებთ. 2025 წელს სათბურის აირების გაფრქვევამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ტემპერატურის რეკორდები კვლავ მყარდება, ხოლო ბოლო ოთხი წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. ახლა გადამწყვეტი მომენტია. ერთობლივად მუშაობა გადამწყვეტია", - აცხადებს ანტონიო გუტიერეში.