12 ნოემბერი 2026,   09:15
ვრცლად
შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინელები თავიანთი ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ. ისინი უკრაინას დონბასის დათმობას სთავაზობენ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინამ თავისი ტერიტორიები უნდა დათმოს.

ზელენსკის თქმით, უკრაინას დონბასის დათმობას სთავაზობენ. მისი განცხადებით, ასე საუბარი უკრაინასთან შეუძლებელია.

"შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინელები თავიანთი ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ. ისინი უკრაინას დონბასის დათმობას სთავაზობენ.

ამერიკული მხარე მუდმივად აყენებს ამ საკითხს და ტერიტორიულ დათმობებს ომის დასრულების გზად მიიჩნევს. ჩვენთან ასეთი ფორმით საუბარი შეუძლებელია", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები