რუსეთის მოთხოვნები, რომლებმაც შესაძლოა ევროპის უსაფრთხოების მომავალი განსაზღვროს. მოსკოვი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგიდან სამხედრო ძალების გაყვანას მოითხოვს, - ამის შესახებ The New York Times-ის მიერ მოპოვებული იმ დოკუმენტიდან ხდება ცნობილი, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებმა ამერიკელ მომლაპარაკებლებს გადასცეს.
უკრაინაში ომის დასრულება ევროპის უსაფრთხოებას პირდაპირ უკავშირდება. აბუ-დაბიში, ამერიკის შუამავლობით გამართულმა მოლაპარაკებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა მთავარ საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა.
რამდენად რეალურია შეთანხმების მიღწევა მაშინ, როდესაც ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები არ წყდება?
ავტორი: ნათია ჩეხერია